გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩემი მშობლების ტკივილები | გიორგი ჭკადუა

„… მე სულ მგონია, როცა მე შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა ყველა ჩემს სურვილებს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: „ზევესს გეფიცები, აგელაი, ზევესს და მამაჩემის ტკივილებს“, – 1955 წელს კონსტანტინე გამსახურდია სწერდა თავის შვილს. ერთი წლის შემდეგ კი ჩვიდმეტი წლის ზვიად გამსახურდია თავის თანასკოლელებთან ერთად თბილისის ქუჩებში ანტისაბჭოურ პროკლამაციებს აკრავდა. „ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი“ – ეწერა ზოგიერთ მათგანში. ოცდაათიოდე წლის შემდეგ ის უკვე გამარჯვებული ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობას ზეიმობდა. საარქივო კადრებში ვერ ვხედავდი, მაგრამ შინაგანად ვიცოდი, რომ იმ ზღვა ხალხში, დამოუკიდებლობის მოპოვების აღსანიშნავად რომ გამოფენილიყო ქუჩებში, ჩემი მშობლებიც ერივნენ.

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა