გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პანტერა | ინტერვიუ ლია ბედოშვილთან


დისიდენტობის ინსტრუქციები

ზვიადი რომ გარდაიცვალა, მე და დედამ საშინლად ვიტირეთ. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვეცოდა. გამახსენდა, როგორ შევხვდით პირველად ერთმანეთს. უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი თუ არა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დისიდენტური საქმიანობის ამბავი გავიგე და მათი ძებნა დავიწყე. სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი მე-5 კორპუსში ზვიადის სანახავად, მაგრამ ვერაფრით მოვიხელთე. ერთხელაც ტერენტი გრანელის დაბადების დღისთვის მე და ჩემი თანაკურსელი ქოთნის იებს ვეძებდით, რომ ტერენტის საფლავზე დაგვერგო, ვერსად ვერ ვნახეთ და ბოლოს მწერალთა კავშირში მივედით, მაგრამ იქაც იმედი გაგვიცრუვდა. ვდგავართ, რაღაცაზე ვიცინით, კიბეებზე ჩამოდის ზვიადი. პირდაპირ ჩემკენ გამოემართა და ჯიქურ მეკითხება: „ვინა ხართ?“ – მე ლია ვარ და თქვენ ვინა ხართ-მეთქი, ზვიადი ვარო, გამსახურდია, რატომღაც ვერ დავიჯერე, კგბ-ს ფანდი მეგონა და უკმეხად ვუთხარი: მეფე გიორგის მიგიგავს-მეთქი წვერი… გაეცინა და ხელი პიჯაკის ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ შევაჩერე, კონსტანტინესეული თვალებით ვიცანი. ვუთხარი, რომ იებს ვ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა