ჩემი (სხვისი) სახლი
31.01.2017არც მე და არც მას, არასოდეს გვქონია სახლი, რომელიც მარტო ჩვენი იქნებოდა. არც უსახლკაროები ვყოფილვართ ოდესმე, ქუჩაში დარჩენის არ შეგვშინებია – მშობლები ჭერზე მუდამ ზრუნავდნენ. მშობლების სახლი რაღაც ფორმით სულ არსებობდა – ხან შუა სოფელში, ხან ქალაქის გარეუბანში, ხანაც შიგ ქალაქის შუაგულში. ხან ქირა იყო, ხან საკუთრება. ხან მეგობრის თუ ნათესავის სახლი. იყო – არავინ უარყოფს. და ამ სახლებს მოჰქონდა თავისი წილი სითბოც და სიცივეც. კომფორტიც და უხერხულობაც, როცა მარტო შენი ამ სივრცეში ორი კვადრატული მეტრია, დანარჩენი კი სხვებს უნდა გაუნაწილო. მოკლედ, რაღაც სახლი სულ იყო, მაგრამ ყველასი.
ჩვენ კი ჩვენი გვინდოდა. ძალიან. სიგიჟემდე. უფრო მეტად, ვიდრე დეპრესიაში მყოფს შუაღამით შოკოლადი შეიძლება მოგინდეს, და უფრო მეტად, ვიდრე რომელიღაც ვიტრინაში ფეხსაცმელი შეიძლება შეგიყვარდეს – ეს სხვა ნდომა იყო. შენით რაღაცის შექმნის და ფლობის. შენი ხელით მხრებზე ჭერის მოხურვის, როცა იწვიმებდა და ითოვებდა.
იმ ადგილის შექმნის აკვიატებული იდეა, სადაც ყველაფერს ისე დადგამდი და მიაკრავდი დ