გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაკრძალვა და აპოთეოზი / მკვდარი გმირი | გიორგი მაისურაძე

გმირი რომ გმირად შეირაცხოს, მხოლოდ საგმირო საქმეები არ კმარა. საჭიროა, გმირი მოკვდეს კიდეც. შეიძლება პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ასეა – უკვდავების მოპოვება მხოლოდ სიკვდილითაა შესაძლებელი. აქილევსი უნდა მოკვდეს, რომ მისი სახელი უკვდავებას მიეცეს. ყველა ადამიანი მოკვდავია და სიკვდილი სიცოცხლის დასასრულს ნიშნავს.

მხოლოდ ის, ვინც სიკვდილიდან გმირად იბადება, მოკვდავობის გარდაუვალობას ამარცხებს.

ამიერიდან მისი სიცოცხლე იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც მას თაყვანს სცემენ და მის სახელს ხსოვნაში ინახავენ.

მაგრამ გმირად ქცევისთვის არც უბრალოდ სიკვდილია საკმარისი. საჭიროა მისი გმირად ინიციაცია, ადამიანური ყოფიდან ზეადამიანურში გადასახლება – რიტუალი, რომლის დროსაც გმირთან ერთად იბადება მისი თაყვანისცემით შეკრული და გაერთიანებული თემიც.

თუ სიკვდილი გმირის დაბადების მომენტია, დაკრძალვა მის გმირად ინაუგურაციად შეიძლება მივიჩნიოთ. თვით ყველა დროის უდიდესი საგმირო ეპოსი, „ილიადა“ ჰექტორის დაკრძალვით მთავრდება. მანამდე კი პათროკლეს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა