გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სერგო ორჯონიკიძე საბჭოთა გმირი და ეროვნული ანტიგმირი | გიორგი მაისურაძე

„მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“ – ვინც საბჭოთა ხანას მოსწრებია, მას ეხსომება ეს, საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილი დეპეშა, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს – თბილისიდან გაიგზავნა. დეპეშის ავტორი, სერგო ორჯონიკიძე, დღეს საქართველოში სამშობლოს მოღალატისა და ანტიგმირის სიმბოლოა, თუმცა მისი ასეთი ეპითეტის და რამდენიმე ანეკდოტის გარდა, ორჯონიკიძის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არადა, მე-11 არმიის ერთ-ერთი მეთაური, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას ბოლო მოუღო, შემდგომ ამიერკავკასიის პარტორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბოლოს კი, 1932-1937 წლებში, საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი და უზარმაზარი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ხელმძღვანელი იყო. ქართველ საბჭოთა პარტიულ მოღვაწეთა პანთეონში სტალინის შემდეგ მას მეორე ადგილი ეკავა, ხოლო სტალინის პიროვნების კულტის აკრძალვისა და ლავრენტი ბერიას სახელის ისტორიიდან ამოშლის შემდეგ, ორჯონიკიძე საბჭოთა საქართველოს ყველაზე საამაყო და სახელგან

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა