დღის აქციები | 13.12.2024
13.12.2024IT/TECH კომუნა, სტარტაპერები, სტუდენტები, HR-ები, ტრენერები, მუსიკოსები, მარკეტერები, ადვოკატები, მეღვინეები და ფსიქოლოგები 13 დეკემბრის დღის აქციებზე.
______________________________
ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებას. თბილისში მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ამ დროის განმავლობაში უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის საღამოს დაწყებული პროტესტი ორ კვირაზე მეტია, გრძელდება და ხალხი თბილისის გარდა უკვე საქართველოს სხვა ქალაქებშიც მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის შეჩერებასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ამ დღეების განმავლობაში მომიტინგეებს თბილისში ყოველ ღამე შლიან შსს-ს ქვედანაყოფები - იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს. სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა საპროტესტო აქციის ასობით მონაწილეზე; 12 დეკემბრის მონაცემებით, დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, დაშავებულია ასობით ადამიანი.
საპროტესტო აქციები გრძელდება და მთავარი მოთხოვნა - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - უცვლელი რჩება.