საუბრები ბავშვებთან - ელენე 13 წლის
08.06.2019ეხლანდელი დედა რო შეგვხვდა, ისიც მახსოვს, რა ეცვა. პირველად რო შემოგვიყვანა და დაგვათვალიერებინა სახლი. ვიცნობდით უკვე, ბავშვთა სახლში მოდიოდა ხოლმე, გვასეირნებდა. ამიტომ, ჩვეულებრივად მოვედით.
ბავშვთა სახლში ყველას „მას“-ს ვეძახდით. თავიდან აქაც სულ „მას, მას“ ვიძახდით. მერე გადავეჩვიე და დედა დავუძახე. ახლა სხვანაირად აღარც შემიძლია. სხვას ვეღარ დავუძახებ დედას.
მომზადებული იყო. კომპიუტერი ჰქონდა ნაყიდი, ლეპტოპიც იყო, ტელევიზორიც, მაგნიტოფონიც, ყველაფერი, სათამაშოებიც. ათის ვხდებოდი, რო მოვედი.
მამაჩემი ციხეში რო მოხვდა, პატარა ვიყავი. დედაჩემს უჭირდა. მერე გარეთ დავრჩით. კიდევ კარგი, იმ შეგნებამდე მივიდა, რო ბავშვთა სახლში მივეყვანეთ. მერე ჩვენ წამოვედით და ის ბავშვთა სახლიც დაიშალა. არ მგონია, იქ კარგი ყოფილიყო. რაც ქუჩაში ხდება და რასაც ბავშვებზე ტელევიზორში ვისმენ, ძალიან საშინელებაა. არა მგონია, მე გამონაკლისი ვყოფილიყავი.
მოდიოდა ხოლმე, ის დედა, ვინც გაგვაჩინა, ათასში ერთხელ რეკავდა. დაიწყებდა „დედა, როგორ ხართ და რაღაცა“. აქ კიდე უფრო მიყვარდებოდ