გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერეკლე მეორე და ჰერნჰუტელი ძმები

ჰერნჰუტელი ძმების მოგზაურობაზე მასალის ვრცელი მიმოხილვა დაიბეჭდა 2020 წლის #27 „აფრაში“.

1782 წლის 26 ივნისს, თბილისს განჯის მხრიდან ორი გერმანელი მგზავრი მოადგა. ზაფხულის ხვატში, მთელი დღე ფეხით ნამგზავრებმა, მწყურვალებმა და  გათანგულებმა მხოლოდ შებინდებულზე მოაღწიეს ქალაქს. ახლა იმას სწუხდნენ, რომ ღამით, სარეკომენდაციო წერილების ადრესატებს ვერ იპოვიდნენ და ისიც არ იცოდნენ, სად შეძლებდნენ ღამის გათევას.

ქალაქის კართან პატარა ბიჭი გაიცნეს; ერთ-ერთმა მგზავრმა თათრული (თურქული) ენა კარგად იცოდა, ბიჭს გამოელაპარაკა, ოჯახის შესახებ გამოჰკითხა, თავისი გასაჭირი შესჩივლა და ბიჭმაც – ჩემს მშობლებთან წამობრძანდით სტუმრადო. ქალაქის მეორე მხარეს ღარიბულ სახლში მისულებს, სტუმარი ღვთისააო, შეაგებეს, გაუმასპინძლდნენ და მოასვენეს. ამ გულითადი მიღებისა და მასპინძლობის შესახებ, მგზავრებმა მადლიერებით აღნიშნეს თავიანთ სამოგზაურო დღიურშიც. დღიურმა თბილისში ლამის ერთთვიანი სტუმრობისა და ერეკლე მეორესთან შეხვედრების

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა