
გმირები და გმირობა პოსტჰეროიკულ სამყაროში | გიორგი მაისურაძე
05.01.2021 | 15 წუთიანი საკითხავიტერმინი „პოსტჰეროიკული“ – ანუ ჰეროიკულის შემდეგ – იმ ისტორიული ეპოქის დასასრულს აღნიშნავს, რომელშიც გმირობა ცხოვრების უმაღლეს იდეალს წარმოადგენდა. შესაბამისად, პოსტჰეროიკული ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ჰეროიზმი აღარც იდეალია და აღარც გმირის შარავანდედით შემოსვა შეგვიძლია. ესაა დრო, როდესაც ძველ გმირებსაც სამუზეუმო ან რიტორიკული ფიგურების ფუნქცია შემორჩათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელები პოპულისტურ პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩნდება. რამ გამოიწვია ამხელა ტრანსფორმაცია ჰეროიკ