ერლენდ ლუ – არა-ნაივური მწერალი
როდესაც ჩემ თვალწინ ჟურნალისტმა ერლენდ ლუს ჰკითხა: რა პროფესიას აირჩევდი, მწერალი რომ არ გამოსულიყავიო, ნორვეგიელი დაფიქრდა და უპასუხა: ძალიან მომწონს იმ პილოტების ცხოვრება, კანადის ტუნდრაში რომ დაფრინავენ და თვალუწვდენელ სივრცეებში კანტიკუნტად მიმოფანტული ადამიანებისთვის ფოსტა ან მედიკამენტები ჩააქვთო. მერე კიდევ დაფიქრდა: ჰო, მომწონს იმათი ცხოვრება, ტბებზე რომ სხდებიან თავიანთი თვითმფრინავებით და მერე ლამაზად რომ ფრინდებიანო...
მე ეს პასუხი მომეწონა. მიყვარს, ადამიანს რაღაცა მოუხელთებელი რომ გამოჰყვება ხოლმე ბავშვობიდან და მერე ეს რაღაც ლამაზად გაკრთება სურვილში, მოძრაობაში, სიცილში... ეს კაციც უკვე მომწონდა – კეთილი და ცოტა სევდიანი გოლიათი... დღეს დილით გაფრინდა თავის „ლამაზ, სტაბილურ, ცოტა მოსაწყენ, მაგრამ შემოქმედებისთვის კარგ“ ქვეყანაში. ჩვენ რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად, ბევრი ვიარეთ ფეხით, კიდევ უფრო ბევრი ვილაპარაკეთ და ზუსტად ვიცი, რომ ერთმანეთს აღარ დავკარგავთ...
თბილისიდან სტაფანწმინდისკენ გზ