გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მიშელ უელბეკი
თეგები: #ინტერვიუ

არჩილ ქიქოძის დიალოგი მიშელ უელბეკთან

ყველაზე ხშირად ეს კაცი ალბათ თბილისში სასტუმრო „სტამბის“ მეორე სართულზე, მომავალი ფოტომუზეუმის ცარიელ სივრცეებში მოსიარულე გამახსენდება. იქ გამოცოცხლდა, იქაურობამ უფრო დააინტერესა, ვიდრე კავკასიონის ლამაზმა ბუნებამ, თუმცა სტეფანწმინდაში ყოფნამ მთაში, შვეიცარიაში ცხოვრება მოანდომა და თქვა კიდეც ეს „ხმამაღლა“. ყაზბეგში მას მთელი ამალით ვახლდით და ყველა მის ამოთქმულ იშვიათ წინადადებებზე იყო გაფაციცებული. „რატომ საქართველოში არა?“ – მაშინვე ჰკითხა ვიღაცამ. „ჩემთვის აუცილებელია, მუდამ მესმოდეს ფრანგული ენა“, – უპასუხა უელბეკმა და ისევ საკუთარ თავში ჩაიკეტა...

„სტამბის“ ცარიელ დარბაზებში კი თავისი ფოტოების მომავალ საგამოფენო სივრცეს ირჩევდა და მონუსხული ათვალიერებდა ცარიელ კედლებსა და დარბაზებს. ეს იყო საკუთარი შემოქმედების მიმართ არტისტის აბსოლუტური პასუხისმგებლობა. აპარატსაც ისე ბღუჯავდა ხელში, ისე მიჰქონდა თვალთან, როგორც ამას მხოლოდ ფოტოგრაფიით შეპყრობილები აკეთებენ.  

მასთან ინტერვიუ კი უცნაური გამოვიდა, გრძელი კითხვებით და მოკლე პასუხებით. მწერალი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა