ფეისკონტროლი და პოლიტიკა
01.09.2016ფეისკონტროლში ცუდი არაფერია, ისევე როგორც ჰუმანიზმში - ჰიტლერსაც ჰქონდა თავისი, სტალინსაც და მაჰათმა განდისაც.
მაგალითად, რუსული ანტიფაშისტური მოძრაობა ფეისკონტროლის საჭიროებამ შექმნა, რადგან მიწისქვეშა პანკურ კონცერტებს ფაშისტური ჯგუფებისგან დაცვა სჭირდებოდა. ფეისკონტროლზე ყოველთვის მისი სპეციფიკით უნდა ვიმსჯელოთ - რა თავისებურებები აქვს ქართულ ფეისკონტროლს, სად გადის ხაზი "შემოსაშვებ" და "არშემოსაშვებ" ადამიანებს შორის, რა კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ამაგრებს ამ ხაზებს? გამოცდების მსგავსად, აქაც ხომ არ შეგვიძლია რაღაც ერთიან ეროვნულზე საუბარი? არის ჩვენს უიკენდებში რაღაც ძალიან უხერხული.
ყველანი ვმდგარვართ კლუბის რიგში. „კლუბში არასდროს არ მიჩხუბია და რატომ შემცეს?“ – წუწუნებს ერთი, „იმ დღეს ვიღაც საყურიანი ტიპი იარაღით გაიჩითა და ესენი ჩვენ არ გვიშვებენ“, – ამბობს მეორე, „ეხლა ლევანა გამოვა და ჩემთან ვინც ხართ, ყველას შეგვიყვანს“, – გვპირდება მესამე, „ევროპაშიც ასეა