გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაქრობის პირას მყოფი მემკვიდრეობა უკრაინაში


სანამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია რუსეთ-უკრაინის ომის ბედი და რუსეთი აგრძელებს თავის საომარ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე, იუნესკო გამოდის მოწოდებით დაიცვან  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს და განადგურების საფრთხე ემუქრება.

ის თავისი მანდატის ფარგლებში ცდილობს ყველა ღონისძიების გატარებას, მათ შორის ძეგლების სპეციალური „ლურჯი ფარით“ აღნიშვნას. ლურჯი ფარის ემბლემა გამოიყენება კულტურული ძეგლების იდენტიფიცირებისთვის და კონფლიქტის დროს მისი განადგურების თავიდან ასაცილებლად.



უკრაინა, როგორც ძველი ისტორიის მქონე ქვეყანა და სხვადასხვა კულტურის გადაკვეთის ადგილი, შვიდ ძეგლს ფლობს რომლებიც იუნესკომ, სხვადასხვა დროს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა.

1. მე-11 საუკუნით დათარიღებული წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი მონასტრული კომპლექსით კიევში, ის მართლმადიდებლურ სამყაროში კონკურენციას უწევდა  აია სოფიას ტაძარს.  ტაძარი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა კიევში და პირველი ძეგლი უკრაინის მასშტაბით, რომელიც 1990 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.


2. ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ეს გიგანტური კომპლექსი მოიცავს სამლოცველოს, სემინარიას და მონასტერს. ბიზანტიური, გოთიკური და  ბაროკოს სტილების შერევით ის ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მრავალფეროვან რელიგიურ და კულტურულ იდენტობას გამოხატავს.


3. ლვოვი – ისტორიული ცენტრის ანსამბლი.

ქალაქი ლვოვი გვიან შუა საუკუნეებში დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკის, რელიგიისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. თანამედროვე ქალაქს შემორჩენილი აქვს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და მათ შორის სხვადასხვა რელიგიური თემის თაყვანისმცემლობის ადგილები. ჭარბობს ბაროკოს ტიპის შენობები. არქიტექტურაში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთ ევროპის გავლენა იტალიისა და გერმანიის გავლენებს. 1998 წელს, ლვოვის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.



4. სტრუვეს გეოდეზიური რკალი - ქსელი რომელიც შეიქმნა დედამიწის პარამეტრების, მისი ფორმისა და ზომის დასადგენად. სტრუვეს რკალი არის საკვლევი სამკუთხედების ჯაჭვი, რომელიც გადაჭიმული 2820 კილომეტრზე  და  მოიცავს 10 ქვეყანას. მისი ყველაზე სამხრეთი წერტილი არის უკრაინის ქალაქ სტარო-ნეკრასოვკაში, შავ ზღვაზე, ხოლო მისი ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი არის ჰამერფესტში, ნორვეგია. 1816-55 წლებში აგებული ეს  ერთობლივი სტრუქტურა მეცნიერებს დედამიწის ზუსტი ფორმისა და ზომის განსაზღვრაში დაეხმარა.



5. ბიზანტიური ქალაქი-სახელმწიფო ქერსონე ტავრია რომელიც ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ბერძნებმა 422-421 წწ. დააარსეს, ძველ დროში ქერსონე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრი იყო. ამ ქალაქის ისტორია ძველი საბერძნეთის, ძველი რომის, ბიზანტიისა და კიევის რუსეთის ისტორიის ნაწილია.


6. კარპატების რეგიონისა და პოლონეთის თექვსმეტი ხის ეკლესია 2013 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მათგან რვა უკრაინაში მდებარეობს. კონსტრუქციების ეს სერია მე-16 და მე-19 საუკუნეებში აშენდა როგორც მართლმადიდებლური, ასევე ბერძნული კათოლიკური თემების მიერ. ეკლესიები აშენებულია ოთხ არქიტექტურულ სტილში - გალისიური, ლემკო, ბოიკო და ჰუცული - ეს არის ხის კონსტრუქციის უკვე დაკარგული ტრადიციის მაგალითები.


7. დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს უძველესი და პირველყოფილი კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები. წიფელმა გავრცელება ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, 11000 წლის წინ დაიწყო  და ხელუხლებელ, რთული ეკოლოგიური სისტემების ნაწილს წარმოადგენს. ეს ტრანსნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა 94 კომპონენტს მოიცავს 18 ქვეყანაში.






loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა