გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გლდანის არქიტექტურული კოლონია

აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები, მარკეტები, სავაჭრო მოლები, საჯარო სკოლები და ბაღები, აფთიაქები, ვალუტის გადაცვლის ჯიხურები , ბანკები, ექსპრეს-ბანკები, ჯიხურებში მოწყობილი სამკერვალოები, გარაჟებში გახსნილი სასურსათოები, ნეონებით განათებული კაზინოები და დაბურული მინებით ტოტალიზატორები - ესაა ის ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელსაც გლდანის დასაწყისში, რაიონის ცენტრში ვხვდებით - იქ, სადაც ამოდის მეტრო - ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი, რომელიც გარეუბანს დანარჩენ თბილისთან აკავშირებს. თუმცა, რაც უფრო ვშორდებით ცენტრს და გლდანის პერიფერიებისკენ ვინაცვლებთ, აქტიურობა იკლებს, თვალისთვის გასართობი ნელ-ნელა ქრება და მკვეთრ შუქებს, სავაჭრო ობიექტების აბრებსა და რეკლამებს მაღალი კორპუსების სწორხაზოვანი, ერთფეროვანი, გაშლილი სივრცეები ანაცვლებს, მხოლოდ აქა-იქ გამოტანილი ხილ-ბოსტნის დახლებით და უბნის პატარა მარკეტებით. ქალაქია ქალაქშიო, გლდანზე ამბობენ და, პრინციპში, ასეა. გარდა იმისა, რომ აქ 170 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ის დედაქალაქის მიკრომოდელიცაა. როგორც თბილისის ცენტრი, ახ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა