გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გორა | როინ ოქროპირიძე, დისევიდან

როინ ოქროპირიძე 68 წლის, დისევიდან, დღეს ცხოვრობს ხურვალეთში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

დაბრუნების იმედი მქონდა, მაგრამ ვინ დაგაბრუნებს. ჩემი სახლი აღარაა ცოცხალი.

დისევიდან ვარ. იქ ბომბი არ ჩამოვარდნილა, ისე გადაწვეს ჩემი სახლი. მერე ისეთებმა დამიწვეს, რომელიც ჩემთან მოდიოდნენ და პურსა ჭამდნენ. იარაღი რო მქონოდა, სამთავეს დავხოცავდი.

ომი რო დაიწყო, ვენახში მეძინა. რვასულიანი ოჯახი გამოშვებული მყავდა თბილისში. საქონელი წაასხეს, ორი მანქანა წაიღეს ოსებმა.

ა-პა-პა! ჩემს ბავშობაში ოსი და ქართველის გარჩევა არ ყოფილა. მე ცხინვალში დავამთავრე სკოლა. ცოლებიც მოჰყავდათ ქართველები და ქართველებიც მისდევდნენ ოსებსა. ნათლია მყავდა ოსი, ხელის გულზე მატარებდა. მერე რო აირია დაირია, ერთმანეთი შევიჯავრეთ. დამოუკიდებლობა რო გამოაცხადეს, მას მერე. ზვიადი, კოსტავა, ნუ, კოსტავა კი მალე მოკვდა, მაგრამ უკრძალავდნენ ენასა. ენა როგორ უნდა აუკრძალო? 

ახლაც მივდივარ და შორიდან ვუყურებ ხოლმე სოფელს. ჩანს აქედან. 



ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: თეო ქავთარაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა