ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხატვა

Idem et Idem

ლონდონის არტ ფეარზე Art16 ჩემი და ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები გალერეა TNN Art-მა წარადგინა, საქართველოს სახელით. ჩემი ნამუშევრია „Idem et Idem“. ეს ლათინური ფრაზა სიტყვასიტყვით "იგივე და იგივეს" ანუ „ერთსა და იგივეს“ ნიშნავს, საიდანაც სიტყვა "იდენტობა" იღებს სათავეს.

ჟამთა სვლასთან ერთად მსოფლიო ზომაში მცირდება, გლობალიზაცია საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა ქვეყნებს შორის არსებული საზღვრები გაარღვია და განსხვავებულ კულტურათა შორის აქტიური კომუნიკაციის დამყარების უსაზღვრო შესაძლებლობები წარმოშო. XXI საუკუნის ადამიანი პრაგმატიზმმა მოიცვა. რაციონალიზმმა სულიერება შთანთქა და სენტიმენტები დათრგუნა. გონებაში წარმოქმნილი ეჭვები და კითხვა-ძიება, მყარად ნაგები მეგალითური კონსტრუქციების ნგრევის საფუძვლად იქცა. ბრბოში, თუ დინების საპირისპიროდ არ ვდგამთ ნაბიჯს, სახეს ვკარგავთ და უსასრულობაში გაჭრილ, მექანიცისტურად მოქმედ უმწყემსო ცხვრის ფარას ვემსგავსებით. რა იქნებოდა, ასეთ დროს განზე გავმდგარიყავით და გვერდიდან შეგვეხედა საკუთარი თავისთვის, ვიპოვიდით მას?!

ავტორი : ლევან სონღულაშვილი
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა