კლასობრივი განსხვავებები: სამება
მთავარი მოცემულობა დიდი გარდაქმნების დროს ყოველ ჯერზე უცვლელია – კაცობრიობა ყოველთვის იყო და ახლაც დაყოფილია სამ ნაწილად: ზოგი ვართ „მქონენი“, ზოგი – „უქონელნი“ და ზოგიც ისეთი, ვისაც „ცოტა გვაქვს და მეტი გვინდა“.
პროცესს ზემოდან ექცევიან „მქონენი“. მათ აქვთ ძალაუფლება, ფული, საჭმელ-სასმელი, უსაფრთხოება, ფუფუნება. ლამისაა ჩაიხრჩონ მოზღვავებულ სიმდიდრეში მაშინ, როცა უქონელნი შიმშილით იხოცებიან. რიცხვობრივად რომ მივუდგეთ, მქონენი ყოველთვის იყვნენ ცოტა. მაგრამ მათ სურთ, ყველაფერი ასეც დარჩეს. ზოგადად, ისინი ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. თერმოპოლიტიკურად რომ დავახასიათოთ, მქონენი ცივები არიან – ისინი სტატუს-კვოს შენარჩუნების იდეას აცივდებიან.
ფსკერზე ამ სამყაროს უქონელნი ბინადრობენ. მთელ მსოფლიოში ყველაზე ბევრნი ისინი არიან. უბედობა და სიღატაკე, მიუსაფრობა და სნეულებები, უხილავობა, პოლიტიკური იმპოტენცია და სასოწარკვეთა მათი საერთო სატკივარია. როცა შრომობენ, ყველაზე