გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლიბანი  ტრიპოლი
თეგები: #პროზა

ლიბანი | ბექა ყორშია

ბექა ყორშია ‒ პოეტი, სწავლობს თსუ-ში ორიენტალისტიკაზე. როცა ქუვეითში მოხვდა გაცვლითი პროგრამით, გადაწყვიტა, თავისი თავგადასავლები დეტალურად აღეწერა. მისი ტექსტი შეეხება ქუვეითს, იორდანიას, ლიბანსა და ომანს. ანუ, იმ არაბულ ქვეყნებს, სადაც მას მოგზაურობა მოუწია. "ინდიგო" გთავაზობთ ფრაგმენტს გამოუცემელი წიგნიდან "არაბული დღეები".

ბოლო დღეს ამანში გამოიდარა.

ტომო A-ზე იჯდა, მე შუა სავარძელზე ვიჯექი, ჩემ გვერდით, ჩ-ზე კი ერთი ყვითელწვერება ტიპი, ძველი კოსტიუმითა და ტყავის ყავისფერი კეისით.

‒ ასსალამუ ალაიქუმ, მოგეწონათ იორდანია? ‒ ვკითხე ყვითელწვერას.

თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წამით ადრე, ასეთ დროს, ნერვიულობისგან ლაპარაკს ვიწყებ ხოლმე.

‒ ალაიქუმუ სალამ. იცით, სულ 7 საათით ვიყავი ამანის აეროპორტში, ტრანზიტული რეისი მქონდა ემირატებიდან.

 ‒ ჰო, ემირატები… კარგია... გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ მივხვდი, რომელ დიალექტზე საუბრობთ, ‒ ვუთხარი ღიმილით. ამასობაში თვითმფრინავმა ცხვირი გაასწორა და მომეშვა.

‒ ალეპოს დიალექტზე, სირიელი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა