ლინდა მარია ბაროსი: „გამოიწრთო გულში ძრავის უფრო დიდი ცილინდრი“
ჩაწერილია ჟურნალ „ინდიგოსთვის“ ბაჩანა ჩაბრაძის მიერ
ბაჩანა ჩაბრაძე: ლექსების 6 კრებულის ავტორი, ფრანგულად და რუმინულად 40 წიგნის მთარგმნელი, სორბონის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორი, „მალარმეს აკადემიის“ მუდმივი წევრი, აპოლინერის პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „ტრადიუქტიერის“ რედაქტორი, ფრანგულ-ინგლისური პოეზიის ფესტივალის დირექტორი, ფრანგული პენკლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინეთსა და მოლდოვაში ფესტივალის „პოეტების გაზაფხული“ დამფუძნებელი... თქვენი ბიოგრაფია შთამბეჭდავია! ასევე, მონაწილეობა მიიღეთ 80-ზე მეტ პოეზიის ფესტივალსა და 1000-ზე მეტ საჯარო კითხვაში! შეკითხვაც ბუნებრივად მომდის: როგორ ახერხებთ? საიდან იღებთ მსგავსი პროდუქტიულობისთვის საკმარის ენერგიასა და შთაგონებას? ერთი რამ ცხადია - მოგზაურობა გიყვართ!
ლინდა მარია ბაროსი: ენერგიასა და შთაგონებას ზოგი ღმერთის რწმენიდან იღებს, ზოგი - ათეიზმიდან, ზოგიც - ამა თუ იმ მოწოდებიდან - ყველა დარგის ჩათვლით. მე კი ერ