მაიკლ პალმერი - მე არ
მაიკლ პალმერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოეტია. კონცეპტუალური ლექსების კვალდაკვალ ის მძაფრ სოციალურ სატირასაც იყენებს, როგორც სამყაროში არსებულ უსამართლობასთან ბრძოლის იარაღს. არაერთი ლიტერატურათმცოდნე მას ე.წ. Language-ის სკოლის პოეტად მიიჩნევს, თუმცა, ამის შესახებ მისი აზრი ამავე ინტერვიუში შეგიძლიათ იხილოთ. პალმერი, არაერთ სხვა პრემიასთან ერთად, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ამერიკის პოეტთა აკადემიის ჯილდოს მფლობელი.
დავიწყოთ დასაწყისით: რომელმა პოეტებმა იქონიეს გავლენა დასაწყისში? და ასევე: როდის დაიწყეთ წერა და რამ გიბიძგათ ამისკენ?
გაუბედავად წერა დავიწყე სკოლის წლებში. ვკითხულობდი ამერიკელ მოდერნისტებს: H.D.-ს (ჰილდა დულითლი - ინდიგო), პაუნდს, ელიოტს, გერტრუდ სტაინს, უილიამ კარლოს უილიამსს, კამინგსს (რაღაც პერიოდში), და როგორც კი ესენი აღმოვაჩინე - მათი რადიკალი წინამორბედები, როგორებიც არიან რემბო და ნერვალი, მათგან განსხვავებულები, როგორებიც არიან ვაილონი და, მომდევნო წლებში, დიდი რუსი ავანგარდისტები, შემდეგ დ