ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მალხაზ ხარბედიას ხუთი რჩეული ტექსტი

მალხაზ ხარბედია - მწერალი

1. ალისფერი ნიშანი / ნათანიელ ჰოთორნი

იმიტომ, რომ ესთერ პრინისნაირი ქალი-პერსონაჟი მეორე არ მახსენდება. დიმსდეილის გამოც მიყვარს ეს რომანი, კიდევ ერთი მთავარი გმირია, გული სულ ხელით უჭირავს. და რომანის ბოლო სიტყვები: შავ მდელოზე ალისფრად ანათებს ნიშანი A.

2. ეშმაკნი / ფიოდორ დოსტოევსკი

იმიტომ, რომ ყველგან არიან ეს „ეშმაკნი“, ჩვენშიც და ჩვენს სამეზობლოშიც, საყვარელ ადამიანებშიც და მტრებშიც, წარსულშიც და ალბათ მომავალშიც.

3. კვაჭი კვაჭანტირაძე / მიხეილ ჯავახიშვილი                                

იმიტომ, რომ არცერთ ქართულ რომანს არ ჰყავს კვაჭისნაირი მთხრობელი. გარდა ამისა, ამ საგანცხრომო საკითხავშიც კი კარგად ჩანს ავტორის ნიჭისა და შრომის მასშტაბები.

4. პროცესი / ფრანც კაფკა                                                      

იმიტომ, რომ შიგნიდან შემიძლია ჩემი თავი დავინახო და შეგუების და მოლოდინის ტანჯვა წერად, სიტყვებად, წინადადებებად და ამბებად ვაქციო.

5. დონ კიხოტი / მიგელ დე სერვანტესი                                                        

იმიტომ, რომ შეშლილთა სიბრძნე მირჩევნია დალაგებული და ჭკვიანი ტიპების რჩევებს. წიგნების კითხვით და მარტოობით გაგიჟებული მირჩევნია, წარმატებისკენ სწრაფვით გაგიჟებულს. არაფერი სჯობს ვნებიან აზროვნებას, ტვინის ანთებასა და ხეტიალს!


P.S. 10-15 ხუთეულის გაკეთება მაინც შეიძლებოდა, ძალიან ბევრი წიგნი გამაწირინეთ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა