გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სოფლის ეზო

მამაჩემის სოფელი

გამახსენდა, როგორ მინდოდა მქონოდა ველოსიპედი და არ მქონდა – ჩემი კლასელის კართან უნდა ავტუზულიყავი და გამოიყვანე რა, გამოიყვანე, მეთხოვა.

მინდოდა სკეიტბორდი და არ მქონდა, ჩემი კლასელის აივნისათვის უნდა გამეშტერებინა თვალი, იქ მეგულებოდა.

გამახსენდა, როგორ მინდოდა ნამდვილი კოვბოური კაზაჩოკები, როგორ გადარევამდე ვოცნებობდი და მაგის მაგივრად ერთხელ თბილისიდან რაღაც თასმებიანი ჩექმა ჩამომიტანა, ალბათ, წამოსვლისას დიდუბის ბაზრობაზე სახელდახელოდ ნაყიდი – რომ არ მწყენოდა.

თხილამურებიც მინდოდა, კურორტებზე წასვლაც სხვა ბავშვებივით, სხვა ქალაქების ნახვა.

როგორ მინდოდა, ტუალეტი სახლში ყოფილიყო!

მაგნიტოფონი მქონოდა და კიდევ ნამდვილდისკებიანი უოქმენი!

სხვისი ცხოვრება უფრო მინდოდა. ტელევიზორში ნანახი ჩემხელა გოგოების და ბიჭების.

გამახსენდა, რომ როცა სტუდენტი გავხდი, ყველას ეცვა უფრო თანამედროვედ და მოდურად და საერთოდ, ყველანი ჩემზე ლამაზები და ლაღები იყვნენ – მე კი მარტო ის ვიცოდი, რაც ჩემი პატარა ქალაქის ბიბლიოთეკის წიგნებში ეწერა, რაღაც თეორიები

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა