გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ირიბი მოქმედების თეატრი

მარქსი დიუშანის შემდეგ, ანუ არტისტის ორი სხეული

მე-20 საუკუნის მიჯნაზე ხელოვნება მასობრივი წარმოების ახალ ეპოქაში შევიდა. თუ წინა საუკუნე ხელოვნების მასობრივი მოხმარების ეპოქა იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ამ ცვლილების გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი სახელოვნებო ხატების წარმოებისა და გავრცელების ახალი ტექნიკური საშუალებების გამოჩენას უკავშირდება, ხოლო მეორე ხელოვნების ჩვენეული გაგების შერყევაა – ცვლილება იმ კანონებისა, რომლითაც ვადგენთ, რა არის და რა არ არის ხელოვნება.

მეორე მიზეზით დავიწყოთ. ჩვენთვის ხელოვნების ნიმუში აღარ არის ხელოვანის ფიზიკური შრომის შედეგი, ხელნაკეთი, რომელიც ატარებს ხელოვანის შრომის კვალს ან რომელზეც, სულ მცირე, შეიმჩნევა ხელოვანის შრომის ნიშნები. მე-19 საუკუნეში, ფერწერა და ქანდაკება არტისტის სხეულის გაგრძელებად მიიჩნეოდა და ამ სხეულის არსებობას ადასტურებდა არტისტის სიკვდილის შემდეგაც კი. ამ აზრით, ხელოვანის შრომა არ განიხილებოდა „გაუცხოებულ“ შრომად – განსხვავებით გაუცხოებული ინდუსტრიული შრომისგან, რომელიც არ გულისხმობს ხილულ კავშირს მწარმოებლის სხეულსა და სამრეწველო პროდუქტს შორის.

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა