გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლევან სონღულაშვილი

მედუზა მანჰეტენზე | ლევან სონღულაშვილი

ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა მხატვარია. მის შესახებ უმრავლესობამ მაშინ გავიგეთ, როდესაც ლევანის ნამუშევარი წელს ნიუ იორკის სოთბის სახლში "Take Home A Nude" აუქციონზე აღმოჩნდა და იგი ნიუ იორკელმა არტკოლექციონერმა შეიძინა. ლევანმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ნიუ იორკში სწავლობს. მალე ჯეფ კუნსის სტუდიაში ასისტენტად დაიწყებს მუშაობას. კუნსი დღეს არტბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტორია, ეგრეთ წოდებული ნეოპოპის წარმომადგენელი, სარკისებური ზედაპირის მეტალის "ბუშტი" ცხოველებისა და ბანალური საგნების სკულპტურების ავტორი...

რამდენადაც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სამყარო ჩვენთან ჯერ კიდევ ნაწილობრივ გაზიარებულ გამოცდილებას წარმოადგენს, ეს სივრცე თავისი სირთულით, მრავალფეროვნებით, წინააღმდეგობებითა და ინსტიტუციებით უმეტესობისთვის ბუნდოვანსა და შორეულ სურათს ჰგავს. ლევანთან საუბარი ამ პრობლემების ირგვლივ ვითარდება.

ინდიგო: „მედუზა“ ჯერ კიდევ თბილისში, ორი წლის წინ, ერთ ღამეში დახატე. მაშინ 22 წლის იყა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა