გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სიზიფე

მერხის მეორე მხარეს | დავით პაიჭაძე

წელიწად-ნახევარია, უკვე ის ვარ, რაც ამ 25 წლის წინათ დიპლომით დამიდასტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მანამდე, ანუ 2015 წლის შემოდგომამდე, არასოდეს მომსურვებია სკოლაში, კლასში, ბავშვებთან შესვლა.

უხსოვარ დროში, ერთ დღესაც ცოცხალ ქართველ პროზაიკოსთან (პატარა ვიყავ, მაშინ ჯერ კიდევ მწერალი მეგონა), ამოვიკითხე ფრაზა, კაცს ცოლთან გაყრის ათასი მიზეზი აქვს, ჩემი მიზეზი ათას მეერთეაო. სწორედ ათას მეერთე მიზეზი მქონდა, სკოლაში მუშაობის დაწყება რომ გადავწყვიტე: გადასახადების გადახდა გამიჭირდა. არავითარი „იდეალიზმი“, არავითარი მომავალი თაობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, არავითარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არ მამოძრავებდა.

გადაწყვეტილებას პერიფერიული მიზეზებიც მივაშველე: შინაგანი გამოცოცხლების, ერთგვარი გადატვირთვის, მეტი სიმძლავრით ამუშავებისა და ინერტულობის დაძლევისათვის თავს ახალი საქმე მოვუფიქრე. ამასთან, თავად საქმიანობის მიმართ ვცდილობდი, სუფთა დაფად დავრჩენილიყავ – არანაირი წინასწარი განწყობა და წარმოდგენა არ შემიქმნია,

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა