ბუმერანგი | ინტერვიუ ქართულის მასწავლებელთან
08.06.2019 | 6 წუთიანი საკითხავიინტერვიუ ლელა კოტორაშვილთან, ქართული ლიტერატურის მასწავლებელთან
წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც პირველად კლასში შევედი და მასწავლებლის მაგიდასთან დავდექი. ოცი წლის ვიყავი.
ამ პასუხისმგებლობამ დამამძიმა. ძალიან გამიჭირდა.
შეუძლებელია, თავი კარგად იგრძნო იქ, სადაც არ გამოგდის. ვყვიროდი კიდეც, როდესაც ვერ ვიმორჩილებდი. მაშინ მხოლოდ ეს ვიცოდი ‒ საბჭოთა სკოლის ბიჰეივიორისტული მიდგომა, რაც პირველ რიგში ამოტივტივდა, როგორც გამოცდილება. მივხვდი, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შემეცვალა.
მალე ჩემი პირველი შვილი გაჩნდა. გავიცანი არაჩვეულებრივი ექიმი, ლალი ანდრიაშვილი, რომელმაც პედაგოგიკაზე სულ სხვანაირად დამაფიქრა. ბავშვთან ურთიერთობა ადამიანის განვითარების საუკეთესო გზააო, ერთხელ მითხრა. რაღაცნაირად მივყევი მის რჩევას და ხუთი წელი გააზრებულად ჩემს შვილებთან გავატარე. ჩვენმა ყოველდღიურობამ, წვრილ და მსხვილ მოტორიკაზე, წარმოსახვის განვითარებაზე ზრუნვამ პედაგოგიკასთან დამაახლოვა.
თითქოს მერე თავისთავად მივედი იქამდე