მიწის მცველი | ინტერვიუ ზურაბ კიკნაძესთან
20.08.2020 | 10 წუთიანი საკითხავიზურაბ კიკნაძე, ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი ბოლო ხანს ყვარელში, სოფელ ალმატში ატარებს უმეტეს დროს. თბილისიდან წასვლის შემდეგ, პანდემიის დასაწყისში, ის ინდიგოს უზიარებს ფიქრებს ბუნების წიაღში ადამიანის ყოფნაზე, იმ განზოგადების ძალაზე, რაც ჩვეულებრივ სამიწათმოქმედო აქტს - მიწის მარგვლას ახასიათებს. ადამიანი ბუნების შვილია თუ ბუნების გერი? მარადგანახლებად ბუნებაში ცხოვრება ადამიანს უკვადვებას ანიჭებს? რის სიმბოლოდ გამოდგება "შარაგზაზე, მანქანის ბორბლებქვეშ „კოკა კოლას“ გაჭყლეტილი ბოთლი"? "ინდიგო" ზურაბ კიკნაძესთან ერთად უკვირდება იმ კავშირებს, რასაც ადამიანი ბუნებასთან ინარჩუნებს, ანდა - რასაც ივიწყებს.
ინტერვიუ ჩაწერილია ყვარელში, სოფელ ალმატში, აპრილი, 2020
ინდიგო: ადამიანი სხვადასხვაგვარ განსაცდელს გადის და ხავსს სხვადასხვას ეჭიდება სიტუაციურად. ეს პანდემია განსაცდელად რომ დავსახოთ, არის თუ არა ბუნებასთან კონტაქტის აღდგენა ხავსი, რაც, პირველ რიგ