„მიქელაძე მგელაძე“: ქვიარ ისტორიის (ვერ)წერა საქართველოში | თამთა მელაშვილი
15.11.2021 | 5 წუთიანი საკითხავიეს, თითქმის ცარიელი დოკუმენტი, ცოტა უცნაური სახელით – „მიქელაძე მგელაძე“, მგონი, შვიდი წელია დრაივზე მაქვს. დღემდე არცერთი წინადადება არ დამიმატებია, მაგრამ არც წავშალე. მის უკან საკმაოდ სევდიანი ისტორიაა: დიდხანს ვცდილობდი, პირველად წყაროებზე დაყრდნობით, არქივებში შემორჩენილი მასალის საშუალებით, კატო მიქელაძესა და საფო მგელაძეს შორის წარსულისგან გადაშლილი, მაგრამ მაინც შესაგრძნობი ინტენსიური, ემოციური და სულიერი კავშირები ამომეკითხა.
ამ ძაფების პოვნა ადვილი არ იყო. ერთი მხრივ, არქივების სიმწირის და, ზოგადად, საარქივო პოლიტიკის შედეგად, ქალების არქივები, როგორც წესი, ისტორიას არ რჩება. ან თუ რჩება – ძალიან ფრაგმენტულად. არქივი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუცია, უკიდურესად პატრიარქალურია, ის კაცებს და მათ მემკვიდრეობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, საფო მგელაძის არქივი ცალკე არსებული და დახარისხებული არსად არსებობს: მისი დოკუმენტები და, ძირითადად, წერილები სხვა მწერლების და მეტწილად, ქალების არქივებშია მიმობნეული. კატო მიქელაძის არქივი მხოლოდ ლიტერატურის მუზეუმშია შემონახულ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი
გირჩევთ
მიმოწერა, როგორც „საკუთარი ოთახი“
23.01.2018ერთი და ორი | თამთა მელაშვილი
13.06.2020