გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მწერლობა

მიმოწერა კოშკასთან

I. დროის მანქანა 

კოშკა,

ღამე მშვიდობის, როგორ ხარ? იმედია, დღემ კარგად ჩაიარა.

შენი არ ვიცი და მე ცოტათი მძიმე დღე მქონდა – შვიდიათას მესამედ დავანებე სიგარეტს თავი, ვიყიდე ელ. სიგარეტი, რომლის გემოც არ მომწონს საშინლად, მაგრამ წარმოვიდგენ, ვითომ მომწონს და ზოგჯერ ცოტათი ჭრის. ამას იმიტომ გწერ, სათქმელი რომ შემოგაპარო და შენც რამე წარმოგადგენინო. მაგალითად, წარმოიდგინე მომავლის საქართველო. ისეთი მომავლის, რომელშიც ან იარსებებს რეალურად ჩვენი ქვეყანა, ან არა, მაგრამ წარმოდგენას წინ რა უდგას. ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ამ საქართველოში შენ ხარ უკანასკნელი მწერალი. არავინ არ წერს სხვა. ოფიციალურად წერა კარგა სამასიოდე წლის წინ დამთავრებულა და მთავრობას გამოუცხადებია საჯაროდ, რომ სათქმელი ამოწურულია და აღარაფერია საწერი. ამ ცვლილებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ძველი მწერლების დევნა დაუწყიათ და საბოლოოდ გაუნადგურებიათ ისინი. ერთი ლაშა ბუღაძე და შენ გადარჩენილხართ მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას. ლაშა სიმღერას გადაურჩენია და საოპერო ხელოვნების კრიტიკოსად

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა