მინიმალურ ხელფასზე მეტი საარსებო მინიმუმი | ნაჯა ორაშვილი
ნაჯა ორაშვილი
კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი
15 წლიდან ვშრომობ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ყველანაირი უთანასწორო შრომითი ურთიერთობა, მათ შორის, გენდერული ნიშნით ნაკლები ანაზღაურება. ამიტომ დღეს, ბევრ რამეს განსხვავებულად ვაფასებ.
შრომით უფლებებზე თავიდანვე მეტი ცოდნა და მგრძნობელობა რომ მქონოდა, სხვანაირად ვიმოქმედებდი – როგორც დასაქმებული და როგორც დამსაქმებელიც.
მე მუდმივად იმ საზღვრის წაშლას ვცდილობ, რაც ორ მხარეს ერთმანეთის მოწინააღმდეგედ აქცევს. და გულწრფელად მჯერა, რომ წარმატებას მხოლოდ ბევრი ადამია ნის ერთობლივი შრომით აღწევ. უბრალოდ, ხდება ისეც, რომ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი პატარა წარმატების შემდეგ მოპოვებული პრივილეგიებით ტკბობას იწყებს, წარმატებას თანამშრომლებს არ უყოფს და სხვისი შრომის ხარჯზე აგროვებს სიმდიდ