მოკლე მოთხრობა ლევანზე | გიორგი ხასაია და ვაკო ნაცვლიშვილი
ფრაგმენტი გიორგი ხასაიას და ვაკო ნაცვლიშვილის წიგნიდან „მარტო პური“
ლევანის ბაბუა საწირიდან ტყიბულში მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოვიდა, როცა აქ მუშების დიდი დენადობა იყო. ომის დროს მეშახტეობა მეომრობას გაუთანაბრდა _ სსრკ-ს ნახშირი ჭირდებოდა, ნახშირს კი _ ამომღები. ომის შემდეგ ბაბუამ ბინა მიიღო, შვილი სკოლაში გაუშვა, ცხოვრება როგორღაც აეწყო. მეშახტე გახდა ლევანის მამაც _ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ტყვარჩელში გაანაწილეს. რამდენიმე წელიწადში მშობლიურ ტყიბულში დაბრუნდა და შახტში ჩავიდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნახშირის წარმოება თითქმის გაჩერდა. ტყიბულელი კაცები და ქალები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ ოჯახების სარჩენად.
2006 წელს, ბეჟუაშვილის კომპანიამ საბადოს დამუშავების ლიცენზია მიიღო. ძველ მეშახტეებთან ერთად ახალგაზრდა ტყიბულელებიც ჩავიდნენ შახტში. თბილისში მშენებლობაზე დასაქმებული ლევანიც ტყიბულში დაბრუნდა და პროფესიულ სასწავლებელში სპეციალური კურსებ