გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომის დანაშაულები | ალისა იოფფე



ჩემზე დიდ გავლენას ახდენს თბილისი, ქართული კულტურული სივრცე და რუსეთის მიმართ არსებული ადგილობრივი დისკუსიები.

...

ალისა იოფფე, რუსი მხატვარი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დედასთან ერთად დატოვა თავისი ქვეყანა, ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, 2022 წლის 6 სექტემბერს “ბაია გალერეაში” გამოფენა გამართა  - “ომის დანაშაულები”, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის თემა, როგორც უკრაინის ომის წინამორბედი და ისტორიული ანალოგია.

მყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც ძალიან სწორად რეაგირებენ გარემოზე, გულახდილები არიან ერთმანეთის და ჩემ მიმართ, კომფორტულია მათთან ერთად ცხოვრება და მუშაობა.

საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. ერთი ის, რომ ჩემი დიდი ბაბუა ქართველი იყო, მეორეც ის, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი და მძიმე ისტორია აკავშირებს - კონტექსტის სიღრმისეული გამოკვლევა მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია.

აქ შესრულებული ჩემი პირველი ნამუშევარი უკრაინის ომს ეძღვნებოდა, ახალი გამოფენა კი განსხვავებულ დროით და სივრცით თემას, აფხაზეთის ომის ტრაგედიას უკავშირდება. უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დავიბადე, ცხოვრების მესამედი იქ გავატარე, ახლაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ვცხოვრობ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ რუსული საოკუპაციო პოლიტიკის მხილება და კრიტიკა ჩემთვის ორმაგ მნიშვნელობას ატარებს.

ოკუპანტი ქვეყნის მაცხოვრებლებმა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი სამშვიდობო ამბიციების მიღმა საკუთარ იმპერიალისტურ ჩანაფიქრებს მალავს.

აფხაზეთის ომი ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. დისკუსია და დასტური აუცილებელია, ხშირადაც ვსაუბრობთ ამ თემაზე - არაერთხელ მომისმენია აფხაზეთის ომის ერთი შემზარავი ამბავი, როგორ თამაშობდნენ გაგრის სტადიონზე მოკლული ქართველების თავებით ფეხბურთს. ომის დანაშაულის ამ უმძიმესმა სურათმა შთამაგონა და შევქმენი 4 ნამუშევრისგან შემდგარი ექსპოზიცია, ნახატების სერია “სხეულები” - მხოლოდ ხაზები და ლაქები, ხაზებით სურათებზე ფეხზე მდგომი და მწოლიარე ფიგურების კომბინაციით და ადამიანების თავების აღმნიშვნელი ლაქებით მინიმალისტური კომპოზიციები იქმნება. ცენტრალური ტილოს კომპოზიცია კი წააგავს ჯვარცმის სცენას.

jvarcma.nakhati

6 სექტემბერს, ომის დანაშაულების გამოფენის გახსნის დღეს, მეგობრებთან ერთად ვაარსებ მულტიმედიურ პროექტს - XANAX TBILISI, რომლის ზოგად კონცეფციასა და შინაარსს ჩვენი პირველი ნაწარმოები ყველაზე უკეთ შიფრავს - „პუტინი მკვდარია“.

სურვილი მაქვს, გამოფენა იყოს რუსეთის პოლიტიკის შესახებ დისკუსიების წამოწყების ინერცია, საუბრების საწყისი საქართველოში მზარდი რუსული დიასპორიისთვის - საიდან მოვედით, ვინ ვართ ჩვენ და საით მივდივართ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა