ორმაგი უცხო | გივი მარგველაშვილი
13.03.2020ტექსტი აგებულია ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის, „უცხოს” (პირველი არხი და სტუდია „ეპოქა“, 2019 წ.) და SOVLAB-ის ზეპირი ისტორიის მიხედვით (გივი მარგველაშვილთან 2011 წელს ჩაწერილი ინტერვიუ. ინტერვიუერი – ნინო ბექიშვილი).
უცხოობა ორმაგად მაქვს გამოცდილი. სახლში უცხო და გარეთ უცხო ვიყავი.
მაქვს ქართული გვარი და ვხვდებოდი, რომ ეს გვარი გერმანიაში უცნაურად, უცხოდ ჟღერს, უკვირდათ, მათთვის ეს იყო ასოების დიდი გროვა.
მე ემიგრანტის შვილი ვარ. ქართული ემიგრაციის მეორე თაობა. დავიბადე მამაჩემის, ემიგრანტ ტიტე მარგველაშვილის ოჯახში.
6 წლის ასაკში დედა მოუკვდა, ვერ გაუძლო დევნილობას, უსამშობლობას და ემიგრაციას, დეპრესია დაეწყო და თავი მოიკლა. მამა მუდმივად დაკავებული იყო, უფროსი და პირველ წლებში კი უვლიდა, მაგრამ რეალურად ქართული ვეღარ ასწავლა. დარჩა ქართული გვარით და ენის გარეშე. გერმანიაში ქართველი ემიგრანტების შეხვედრებზე, როცა მამას მიჰყავდა ხოლმე, იქაც უცხო იყო, არაფერი ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები.