გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პირობა | მარინა, თბილისი

მარინა,  53 წლის, თბილისი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992 წლები. 

ჩემი მეგობარი, ოსი გოგო გათხოვდა იმ დაგადაგაში, 1991 წელს. ქართველ ბიჭს გაჰყვა და მაგათ ქორწილში ისეთი სიტუაცია იყო, გეგონება ქელეხში ისხდნენ. ოსური ცეკვის დაკვრა მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. ჩემმა ქმარმა იცოდა ხოლმე, ოსურს დააკვრევინებდა სპეციალურად, ჩემს პატივსაცემად უფრო, მაგრამ ცოტა შარსაც ეძებდა. მე კიდე სულ იმის შიში მქონდა, არავინ მოკლას-მეთქი.

ზვიადს აჰყვა ხალხი, თორემ საბჭოთა პერიოდში მე არაფერი მიგრძნია. რასდროს დამიმალავს, ოსი რომ ვიყავი. გვარებს რო იკეთებდნენ და მერე გიმტკიცებდნენ, ოსი არა ვაროსულ გული მტკიოდა, მეცოდებოდნენ შიშით თავის მეზე რო ამბობდნენ უარს. მანამდეც იყო ეგეთებიაგრამ ზვიადის დროს უფრო შემოვიდა მოდაში. რქივში იკეთებდნენ გვარებს. ჩემს ბიძაშვილსაც ჰქონდა საბუთი, თითქოს მთიულები ვიყავით, ძირძველი გვარით. მერე ცხოვრებამ ვითომ ოსები გარემოში მოგვახვედრა და სალაპარაკო ენად ოსური მივიღეთ, გვარიც რუსიფიკაციი დამახინჯდა ვითომ. მქონდა მეც ეგ ბეჭდიანი საბუთი, თუ ვინმე მომადგებოდა, თავი რომ გადამერჩინა, მაგრამ ფარატინა ქაღალდი იყო სინამვილეში.

უთაისი უფრო თავისუფალი იყო ამეებისგან. იქ ცოტა ოსი ცხოვრობდა, შეიძლება მაგიტომ. მაგრამ მე იქ გავთხოვდი და საერთოდ, ეგ ქალაქი დაცლილი იყო სიძულვილისგან. აი, ქართლში ტრიალებდა საშინელება - გორის რაიონში და თბილისში.

ჩემი ოჯახი გორში ცხოვრობდა, მამაჩემის ძმებიც - იქვე, ერთი ბიძა გვერდით კორპუსში. მაგის გოგო 15 წლის იყო ორჯერ რო გაიტაცესწაიყვანდნენ და შემოუთვლიდნენ მამამისს: მერაბ კოსტავას რაღაც აღორძინების ფონდში უნდა ჩარიცხო ფული. ყაჩაღები კი არა გეგონოთ, ეგ ფული მაღალი მიზნებისთვის გვჭირდებაო. არიქა, გავარდებოდა კაცი, აღაზია ჰქონდა და იქიდან იღებდა ფულს. ორივეჯერ ეგრე დააბრუნა.

მერე, მაგ წელს მეორე ბიძა გარდამეცვალა, მე ორსულად ვიყავი. ბიცოლაჩემი ცხვინვალიდან იყო. იქ იცოდნენ, რომ ეს გორში კარგ კორპუსის ბინაში ცხოვრობდაჰოდა, ერთ დღესაც დაუკაკუნეს, შევიდნენ და უთხრესდღეის იქით აქ ჩვენ ვცხოვრობო, გამოართვეს ბინის გასაღები და წავიდნენგამოიქცა ბიცოლაჩემი მამაჩემთან. მაგის ბიჭები უკვე რუსეთში მუშაობდნენ, მარტო პატარა გოგო ჰყავდა თავისთან. მამაჩემი წავიდა კლიტე გამოცვალა და დაამშვიდა, ნუ გეშინია, მაინც ვერ შემოვლენორამდენიმე დღეში მამაჩემსაც მოაკითხეს და სიკვდილამდე სცემეს. სამი კაცი იყო ერთი მანქანით.

ჩემ ბიძაშვილს, ჯონის (გოგოს ძმას), ეგ გვერდით კორპუსიდან დაუნახავს და ჩამოვარდა, მისაშველებლად. რთს კი გაარტყა სახეში, მაგრამ მერე იარაღი მიუშვირეს და გაიქცა. დააცალეს ავტომატის ჯერი, მაგრამ ყველა ასცდამამამისმა კიდე იფიქრა, ისევ ისევ გოგოს მტაცებენო, დაავლო ბავშვს ხელი და უკანა ეზოდან გაიქცა. ამა ეგდო ეზოში მარტო. აღარვის აღარ ეგონა, რო მობრუნდებოდა. 44 წლისა იყო მაშინ.

ბიცოლაჩემს ბინა მაინც წაართვეს. მერე სასამართლოთი დაიბრუნა.

ჯონი, მაგის მერე წავიდა აფხაზეთის ომში. ვერ გავაჩერეთ. ცხინვალში ვერ წავიდოდი და აფხაზეთი მაინც უნდა დავიცვაო. ეხლა კი ვხვდები რატომ წავიდა,იმის დამტკიცება უნდოდა - მეც ღირსი ვარაქ ვიცხოვრო, ღირსი ვარ, რო და არ მომსტაცოთბიძა არ გამილახოთ და მამაჩემს ფული არ გამოსძალოთო, მეც მიყვარს სამშობლოო. მაგ ომში მოკვდა. ჩემ ძმას ძალა არ ეყო, მკვდარი ენახა. ეგენი ერთად გაიზარდნენ.

მამასთანაც მოდიოდნენ ქართველები ვლადიკავკაზიდან, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდოდა. ეუბნებოდნენ, მოდი, სახლები გავცვალოთო. მამამ სათოფეზე არ გაიკარა, შეურაცხყოფილმა ეს ხალხი შეურაცხყოფითვე გაუშვა - თქვენზე ნაკლები ქართველის დედაცოო. ეს უკვე ის პერიოდია, ზვიადი რო დადიოდა, ხალხს აგროვებდა და მიტინგებს აწყობდა: ად გინდათ ქონება, ოქროები გაყიდეთ და იარაღი იყიდეთო. ველა თავის სახლში უნდა წავიდესო… ქართველებისთვისაა საქართველოო“. აბა, ვის შეუკვეთია აქ დაბადება? არც მამაჩემს, არც მამაჩემის მამას და ზვიადს უნდა გაერჩია, ვინ იცხოვროს აქ და ვინ არა?

მაგრამ მამაჩემსაც დაატოვებინეს სამსახური, ოსობის გამო. ამ უმუშევრობამ უცებ ისე დაჩაგრა და დააბერა, მუხლზე გადაიმტვრია. აქანებული მატარებელი რო კედელს შეასკდება, ისე დაინგრა კაციედაჩემმა ჯერ თურქეთში დაიწყო სიარული, რომ ოჯახი ერჩინაბოლოს მაინც ვლადიკავკაზში წავიდნენ. 

ამაჩემისთვის საძულველი იყო იქ ყოფნა. აქართველოს იქით თუ რამე ქვეყანა არსებობდა, არ ეგონა.

ლადიკავკაში რაღაცნაირი კომუნაა, იტყვიან ხოლმე - ეს ჩვენებურიაო. დღემდე ძალიან არჩვენ, ქედან წასულები მეტად ახლოს არიან ერთმანეთთან. ამაჩემს დიდ ხანს არ მოუწია იქ ცხოვრება, მაგრამ ეს რამდენიმე წელი პატიმრობის ტოფასი იყო მაგისთვისოველ დარეკვაზე ტიროდა - ხო წამიყვან, შვილო, აქ ხო არ დამტოვებ. ამაჩემის გვერდზე ხო დამასაფლავებ?

კი-მეთქი, მამა, - ვპირდებოდი, მაგრამ მაშინ ვერ შევუსრულე, მაინც იქ დავასაფლავე. ეგ პირობა ჯერ კიდევ  შესასრულებელი მაქვს.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა