პროფკავშირები ვარდების რევოლუციის შემდეგ | გაბრიელ ჩუბინიძე
28.05.2021მესამე ნაწილი სტატიიდან: პროფკავშირები
ტექსტი სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში
ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანა 2003 წელს კიდევ ერთ რევოლუციამდე მიიყვანა.
2004-დან 2008 წლამდე, კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდში, საქართველოში რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმები გატარდა: 21 გადასახადიდან დარჩა ექვსი, სატარიფო ბარიერების უდიდესი ნაწილი გაუქმდა, პრივატიზაციის სამიზნე გახდა არა მხოლოდ შენობები და საწარმოო დაწესებულებები, არამედ – ჰიდროელექტროსადგურები, პორტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
რეფორმებმა და სახელმწიფოს თითქმის ყველა უწყებაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ათიათასობით ადამიანი დატოვა უმუშევარი. ხელისუფლება ამ პროცესს ბუნებრივად მიიჩნევდა და მას ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით ხსნიდა. შესაძლოა, ეს პროცესი გარდაუვალი და აუცილებელიც კი იყო, მაგრამ საჯარო უწყებებიდან მოქალაქეთა დათხოვნა მაინც მწვავე დარღვევებით, შრომითი უფლებების უხეში ხელყოფით მიმდინარეობდა. ყოფილა შემთხვევებ