გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვლადიმირ სვარცევიჩის ფოტო

01. ქალაქი, რომელიც ბავშვებმა აიღეს

მე ვნახე ქალაქი, რომელიც ბავშვებმა აიღეს თოფებით და შურდულებით. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც აიღეს. ეს ვიცი, იმიტომ რომ მე ვიყავი იქ. ბავშვების ერთი ნაწილი ტეხავდა უნივერმაღებს და სახლებს, რომლებზეც ნაკოლი, მეორე ნაწილს კი შუქურის დაცხრილვა უნდოდა, რომ მისი ნათება ჩამქრალიყო, ზღვაში გასულ გემებს სახლში დაბრუნება გასჭირვებოდათ და ვარსკვლავებით გაეკვლიათ გზა. მხოლოდ ამის მცოდნე გემის კაპიტნებს ჰქონდათ უფლება, მოსულიყვნენ ნავსადგურებთან და ჩვენ მათ დავხვდებოდით ტაშით და ოვაციებით. ერთგვარი ვიდეოთამაში, გადატანილი რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ ვზროსლებმა ყველა დაიჭირეს და ყურებით დააჭედეს ზოგი სახლში, ზოგი კორპუსის წინ – რათა ყველას ენახა, რა შედეგი მოაქვს ველური ბავშვების თვითნებობას, რომ არსებობს იერარქია, სადაც მორჩილებას მთავარი ადგილი უკავია. ასე პოზიციონირებდნენ ისინი საკუთარ მესიჯს, სინამდვილეში კი ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სიმკაცრის უკან, მათ გულებში უსაზღვრო შიში იყო დაბუდებული. შიში იმის, რომ სამყაროს ის მცირედი ნაწილი, რომელსაც ეგონათ, აკონტროლებდნენ – ამ კონტროლიდან

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა