გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

ქაოსი წესრიგში | ელენე, ჟენევა

ელენე, 34 წლის, ჟენევა

ილუსტრაციები ელენეს დღიურიდან

თვითმფრინავი რომ აფრინდა, იცი, უცებ რას მივხვდი? რომ ეს არ იქნებოდა ორი წლით წასვლა, გაცილებით მეტ დროს წაიღებდა ეს ყველაფერი. თითქოს, ძალიან გაშლილ სიცარიელეში უნდა შეაბიჯო, სადაც ყველაფერი უცხოა. ამიტომ მაშინ ვერ გავბედე იმის თქმა, რომ ვრჩები. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თავისით მოხდა ასე.

რომ ვამთავრებდით აკადემიას და მანამდეც, სულ მაგაზე ვლაპარაკობდით, რომ შეგრძნება გვაქვს, თითქოს, დროში გავიჭედეთ, მე პირადად მეგონა, რომ სიცოცხლე გამოეცალა პროცესს, თითქოს, მივჩოჩავ.

აგვისტოს ომი ჩავლილი იყო, მე 22 წლის ვიყავი და მოულოდნელად ახლად შექმნილ სახელმწიფო პროგრამაში ჩავჯექი, როცა მაგისტრატურის სტუდენტებს, აბსოლუტურად ყველანაირი გარანტიის გარეშე, აძლევდნენ სესხს. ათი წლით ავიღე, გადახდა სამი წლის მერე უნდა დამეწყო. ძალიან მარტივად წარმომედგინა, რომ სამი წლის თავზე, წესით, უკვე უნდა მქონდეს იმდენი ფული, რომ სესხი გადავიხადო, რაც, რა თქმა უნდა, ილუზია აღმოჩნდა. წასვლის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა