
ქართული საფეხბურთო მითოსი მეხსიერების პირისპირ
22.03.2021 | 10 წუთიანი საკითხავიმეკარე იქით, ბურთი აქეთ
ბათუმის ჩამავალი მზის ფონზე, იუმორისტული გადაცემის ვეტერანი სტუმარი თავისი აჭარული აქცენტისთვის შეუფერებლად, დინჯად ესაუბრება ახალგაზრდა წამყვანს.
„სხვათა შორის, თქვენ ხართ პირველი სტუმარი ჩემს გადაცემაში, ვისი სახელობის სტადიონი და არენაც არსებობს“, – ამბობს წამყვანი. სტუმარი ღიმილით ეთანხმება.1
ერთი წლის შემდეგ, იგივე წამყვანი გამოაცხადებს, რომ ეს ტელეეპიზოდი რევაზ ჩელებაძის მონაწილეობით პოპულარობის რეკორდული მაჩვენებლით – ორ მილიონამდე ონლაინნახვით აღინიშნა.
არცერთი ქართველი ფეხბურთელის შესახებ არ მოუფიქრებიათ იმდენი ანეკდოტი, რამდენიც რევაზ ჩელებაძეზე, იმავე – „ჩელეზე“. მათი უმრავლესობა, ხშირად უკავშირდება ერთ დასამახსოვრებელ ფაქტს, რომელშიც თბილისის „დინამოსა“ და სსრკ-ის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული წევრი მონაწილეობდა: 1976 წელს „დინამო“ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ერევნის „არარატს“ დაუპირისპირდა. ერევნელების წინ გაჭრის შემდეგ ჩელემ ანგარიში გაათანაბრა და 1:1 გახადა. მერე კი, ერთ ეპიზოდში „დინამოს“ ფორვარდი პრა