გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რა იცვლება და რა რჩება უცვლელი ყოველი ახალი არჩევნების დროს? | გიორგი მაისურაძე

რა იცვლება და რა რჩება უცვლელი ყოველი ახალი არჩევნების დროს?

საერთოდ, ეს წარმოდგენა, რომ არსებობს თითქოს დემოკრატიაა და ხალხი ვიღაცას ირჩევს, ვინც მას სურს და ვისი შეხედულებების, ინტერესების დამცველიც იქნება ესა თუ ის პარტია, ეგ პრინციპი არ მუშაობს. მუდმივი მანიპულაცია ხორციელდება მოსახლეობაზე. მაგრამ არ გვაინტერესებს მას ვუნდივართ თუ არა. ერთი მოცილდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოდის მის სანაცვლოდ და რამდენად არის ის ახალი ჩემი კონკრეტული ინტერესების გამომხატველი.

ფაქტობრივად, ოცდაათი წლის განმავლობაში არ გვყოლია  პარტია, რომელიც მიბმულია კონკრეტულ სოციალურ ჯგუფსა და მის ინტერესებზე. ასეთი რამ ჩვენთან დღემდე არ მომხდარა.

არჩევნების შედეგები გვიჩვენებენ ზუსტად მაგას. პოლიტიკოსები არიან თავისთვის და მოსახლეობა არის თავისთვის. ისინი ცდილობენ, იძულებულნიც არიან მანიპულაციების მეშვეობით სცადონ ხელისუფლების  და ხმების მოპოვება.

ბოიკოტირებას ექნებოდა აზრი იმ შემთხვევაში, რომ ავიღოთ ვთქვათ 2003 წელი.

თითქოს მსგავსი სცენარი თამაშდება. ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, ოპოზიცია გამოდის ქუჩაში.
მაგრამ რადიკალური განსხვავებაა 2003 წელსა და დღევანდელ დღეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები, ხელისუფლების ქმედებები ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ იმ დროს, 2003 წელს არსებობდა ოპოზიცია, როგორც მოსახლეობის უკმაყოფილების იდეის გამომხატველი, რომლისადმი იყო ნდობა. აი, დღეს ყველა პარტია არის დისკრედიტირებული. არც ერთი პარტიის მიმართ მოსახლეობის ნდობა არ არსებობს.

რამდენად მრავალფეროვანია ქართული პოლიტიკური ველი?

ეს 2020 წლის არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ რეალური ალტერნატივა არ არის დღევანდელი ოპოზიცია მთავრობის და ხელისუფლების, "ქართული ოცნების", რომელიც დღეს სათავეშია და არ თმობს არანაირად მართვის სადავეებს. არც განსაკუთრებული იდეოლოგიური  სხვაობა მათ შორის არ არის. სოციალური ორიენტაციის პარტია დღეს არ გვყავს იმ ქვეყანაში, რომელშიც მთავარი პრობლემაა სოციალური უთანასწორობა.

რა ცუდ დღეშია გონიერება, ზოგადად, საქართველოში. ადამიანები,  იმ იდეოლოგიას აძლევენ ხმას, რომელიც მათ წინააღმდეგვეა მიმართული, აი, ეს შეიძლება მხოლოდ კურიოზი იყოს, პარადოქსი იყოს. საქართველო ესეთი პარადოქსების ქვეყანაა დღეს. იმიტომ, რომ პოლიტიკური მეტყველება და პოლიტიკური ენა იმდენად ცალკეა და თავისთვისაა და დაშორებულია ფართო საზოგადოებისგან, მას სხვა არაფერი რჩება გარდა პერსონალური არჩევანისა - ბიძინა გინდა თუ მიშა გინდა, თუ იქ ვიღაცა სხვები გინდა. ეს უალტერნატივობა და ნიჰილიზმი შექმნილია თანაბრად ყველა დიდი პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც დღეს საქართველოში აქტიურად მოქმედებს და ერთმანეთს ებრძვის. მაგრამ რეალურად პრინციპული სხვაობა მათ შორის არ არის, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უგონებენ რაღაცეებს. 

რამდენად იზიდავს პოლიტიკური საქმიანობა ახალგაზრდებს?

ახალგაზრდებში ძაან ძლიერი ნიჰილიზმია. ამ ნიჰილიზმის საფუძველი, გარდა ემოციურისა - მე არ მინდა მათ მხარეს დგომა, აგრეთვე არის იმის გააზრება, რომ პოლიტიკოსობა დღეს ნიშნავს სინდისზე უარის თქმას, პრინციპებზე უარის თქმას, პრინციპების არ ქონას, კორუმპირებულობას. ამას ემატება განათლების კატასტროფულად დაბალი დონე საქართველოში. ჩვენ ვატყუებთ ხალხს, რომ აქ საშუალო ან უმათლეს განათლებას ვაძლევთ. სინამდვილეში ორასამდე უმაღლესი სასწავლებელი არის მასობრივი მოტყუების საშუალება. ეს აისახება მთელი ქვეყნის უკუსვლაზე. დღევანდელ ვითარებაში, 21-ე საუკუნეში გვჭირდება განათლებული პოლიტიკური ელიტები. რა ძაან ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. ჩვენ, რეალურად, განათლებული საზოგადოება გვყავს ძალიან პატარა და სუსტი. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა