
რაციოცეფი | ნონა ზანდარაშვილი, მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე
27.05.2021 | 5 წუთიანი საკითხავისაყოველთაო დაზღვევამდე ჩვენი, ექთნების პირობები ბევრად უკეთესი იყო. სამაგიეროდ, პაციენტებს უწევდათ სახლის გაყიდვა და ბანკის ვალის აღება. ჩემი ხელფასი იმ წლებში 600 ლარი იყო. საყოველთაო დაზღვევა რომ შემოვიდა, გაგვიხარდა – ვიფიქრეთ, პაციენტიც შვებას ნახავდა და ჩვენც.
მოხდა პირიქით.
სასწრაფო წესით ჩანაცვლდა ძვირი მედიკამენტები იაფიანით. როცეფინი 18 ლარი ღირდა და როცა სჭირდებოდათ, მის ნაცვლად, 68-თეთრიანი ბელარუსის გამოშვების რაციოცეფს იყენებდნენ.
ამ დროს მე უკვე სუპერვაიზერად ვმუშაობდი კლინიკაში – ფინანსურ ნაწილში ვეხმარებოდი მენეჯერს, ამიტომ ჩემს ხელში გადიოდა ეს კალკულაციები და ვიცი: წინათ, კვლევებს როცა ითხოვდნენ ექიმები – „ემერტე“ იყო თუ „კატე“ – თავისუფლად კეთდებოდა. საყოველთაო დაზღვევის მერე, ამის უფლება აღარ გვქონდა. მითითება იყო, ჩავტეულიყავით საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ლიმიტში. ამიტომ, ეს „ემერტე“ კვლევა იწერებოდა ფორმა-100-ში. როცა გაეწერებოდა პაციენტი, მერე ხელახლა რომ შემოსულიყო და თავისით დაეფარა თანხა.
ვთქვათ, პაციენტს მოჰყვებოდა დაზღვ
გირჩევთ

პურის შემფუთველი | ნინო, 35 წლის
26.07.2021
200 საქმე თვეში
19.07.2021