რატომ ვაგზავნით ბავშვებს საპატიმროებში
16.04.2019 | 8 წუთიანი საკითხავიინტერვიუ რენატე ვინტერთან
ბოლოდროინდელმა სისხლის სამართლის დანაშაულებმა, რომლებშიც ბრალდებულებად, მოწმეებად თუ მსხვერპლებად არასრულწლოვნები გვევლინებიან, განსაკუთრებით შეაშფოთა საზოგადოება. ბევრს გაუჩნდა დაუცველობის განცდა და მომავლის შიში, ისევე, როგორც სურვილი, იმსჯელოს ამის გამომწვევ მიზეზებზე და სცადოს მაინც, დაადგინოს, რა არის მიზეზი - ლიბერალური აღზრდა თუ შედარებით ლოიალური, გაუმართავი კანონმდებლობა, რომელიც არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის დანაშაულებებს ვერ ამცირებს? საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასჯის პოლიტიკის გამკაცრებაზე. ფიქრობენ, რომ გამოსავალი ზრდასრულებისგან კონტროლის გაზრდაა ყველა მიმართულებით; რომ საჭიროა, მშობელმაც და სისტემამაც მართვის სადავეები დაიბრუნონ და ზოგს ეს ესმის ასეც: საჭიროა, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს და 14 წლის ქვემოთ ჩამოვიდეს - მოზარდებს მკაცრი სასჯელი დააფრთხობთ და დამნაშავეებად აღარ მოგვევლინებიან.