Refugees Welcome
04.12.2016ანგელა მერკელის პოლიტიკამ და უკვე გაცვეთილმა ფრაზამ - "ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - ანუ მიგრანტების ახალ-ახალ ტალღებს გავუმკლავდებით - გერმანიის უამრავი მოქალაქის ყოველდღიურობა შეცვალა. პრინციპში, შეცვალა თავად გერმანიაც - კანის ფერით, აზროვნების მოდელით, საკუთარი თავის ახლებურად აღქმით. ცვლილების ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და ამ პროცესს ინდიგოსთვის გერმანიაში მცხოვრები ქართველი, პოტსდამისა და ბერლინის უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ირინე ბერიძე აკვირდება. "აღმოსავლეთ ევროპის კულტურის კვლევის" ფარგლებში, ირინე გერმანიაში თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურას პოსტკოლონიალური/მიგრაციის და ტრანსნაციონალური/ტრანსკულტურული თეორიების გამოყენებით იკვლევს.
ბევრი მეკითხება გერმანიაში ე.წ. ლტოლვილთა კრიზისის შედეგ