„რკინის მესერი, მეტი არაფერი“ | ინტერვიუ რეჟისორ ლია ჯაყელთან
2012-ში იყვნენ აგრესიულებიც, მე კი არ მელაპარაკებოდნენ, ჩემნაირად ვინც იმათ იცავდა, კოლექტიურად მიმართავდნენ. ერთი იყო ბუნებრივად შეწუხებული ადამიანი, არსით სულ არ იყო მმკ. შეშინებული იყო, მე ვერ შემცვლიანო, მაგრამ ბავშვი ისეთი რამეაო. არ იყო აგრესიული.
ჩემმა ახლო მეგობარმა 18 მაისს დილით დაპოსტა, არც მახსოვს რა, წაშალა მერე. დავუწერე „ჩათვალე, რომ მე ჩამარტყი-მეთქი“ და ეგრევე წავშალე მეგობრებიდან ფბ-ზე. ორი დღის მერე აღმოაჩინა, რომ ფბ-ზე აღარ ვარ. თავის დას დაურეკა, უტირია. მერე დავიმეგობრე თავიდან. ვატყობდი, რაღაცნაირად განეწყო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. მაგრამ ერთი მეგობარი ვერ ცვლის, ღრმად მორწმუნეა. მე კამერა დამიმტვრიეს. რო წარმოიდგინა ეს ახლობელზე აგრესია, და იცის, რო არ ვარ მონსტრი და არ ვარ ღირსი, რომ მცემონ, ნელ-ნელა შეეცვალა განწყობა. მისთვის მე სანდო ადამიანი ვარ, პატივს მცემს. ეს დასხლეტილი პოსტი ძვირად დაუჯდა მასაც და მეც.
17 მაისზე პირველი, რაც მახსენდება, სიბრაზეა და უმწეობის განცდა. ვერ ერევი ამ ყველაფერს. ცოტანი ვართ. ოც წელზე მეტი შევალიე ფემინიზმს. ხა
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი