გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ შეიცავლა 25 თებერვლის მნიშვნელობა ბოლო 100 წლის განმავლობაში?

1921 წლის 25 თებერვალს ქართული ჯარი საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა. თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

რეალურად, აღვნიშნა ესეთი პომპეზური რასაკვირველია, ხდებოდა 25 თებერვალს. იმიტომ, რომ ეს არის გასაბჭოების დღე. ასე ეძახდნენ მას მაშინ. ეს გასაბჭოების დღე 1992 წელს, რასაკვირველია, სრულიად სხვანაირად იქნა აღნიშნული, იქ იყო პირდაპირ საუბარი, რომ მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლება და ამას არავინ არ მალავდა და არავინ არ იბრმავებდა თავს.

მაგრამ მერე დროთა განმავლობაში რეალურად მის მნიშვნელობას და მაშინ მომხდარ მოვლენას სცდება და ეს იღებს მანიპულაციის მნიშვნელობას. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 25 თებერვალი იყო მოწოდებისთვის აუცილებელი, რომ ფრონტზე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, 25 თებერვლის მონაპოვარი. რეპრესიების პერიოდში, 1937-1938 წლებში ამ 25 თებერვლის მნიშვნელობა მჟღავნდებოდა იმით, რომ ჩვენ უნდა გავანადგუროთ ყველა ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ამ აღნიშვნას. კოლექტივიზაციის პერიოდში, რასაკვირველია, 25 თებერვალი იყო დაკავშირებული, რომ აი, კოლექტივიზაციას ეწინააღმდეგებიან და ამიტომ 25 თებერვლის მონაპოვრად იყო გასაღებული კოლექტივიზაცია. 

ეს ზეიმები გაზეთების პირველ გვერდზე ყველაზე კარგად ჩანს, როგორ მცირდება ამის მნიშვნელობა იმიტომ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკა არის თავიდან ბოლომდე შეცვლილი. თუმცა 2011 წლიდან უკვე კიდევ დაემატა ამას მანიპულაცია. ეს არის პოსტაგვისტოს შემდგომი პერიოდი, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ახალი პროექტი აი, ამ დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად პოლიტიკურ ჩარჩოში მოსაქცევად და ამიტომ 25 თებერვალი აღინიშნება, როგორც ოკუპაციის დღე 2011 წლიდან. 

როცა ნებისმიერი დღის აღნიშვნა ხდება ოფიციალურ დღესასწაულად, ეს ნიშნავს, რომ ოფიცილაური პოლიტიკა იკავებს იქ დომინანტის როლს და დანარჩენი ალტერნატიული აზრი, ალტერნატიული ხედვა ამ დღის მიმართ განიდევნება ოფიციალური პოლიტიკიდან. ამიტომ ამ დღის ესე აღნიშვნამ კიდევ უფრო მეტად განდევნა განსხვავებული აზრები ამ დღის ირგვლივ.

ეს არ ნიშნავს, რომ 25 თებერვალი არ ყოფილა ოკუპაციის დღე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თქვა, რომ ამ დღის პოლიტიკას განსაზღვრავს სახელმწიფო და რაც არ უნდა მკვლევარებმა იაქტიურონ, განსხვავებული ინტერპრეტაციები შემოგვთავაზონ, ეს მაინც იქნება სახელმწიფოს დომინაციის ქვეშ მყოფი დღე.


ინტერვიუ ისტორიკოს დათო ჯიშკარიანთან
ვიდეოში გამოყენებულია კადრები ფილმიდან 
"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა"
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა