ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

"როგორც უსულო ის იდგა ქარში" ... | ანდრო დადიანი

* * *

დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგი ბიჭი,
ჰგავდა ღვთისმშობელს,
იელები ენთო თვალებში,
მსუბუქი იყო მარტის სიოზე,
არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,
იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს, ალბათ შორს…

როგორც უსულო ის იდგა ქარში
და გადიოდა ქუჩა მასში,
ვითომცდა თაღში. მე ვნახე დილით ქაშუეთთან
ღვთისმშობელივით ზანგი ბიჭი,
სქელტრაკა იყო, ყვითელთვალება.
იქნებ სახელიც კი რქმეოდა ვინმე წმინდანის
იდგა და წერდა ესემესებს, ეგებ ღვთისმშობელს.


შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა