„მოთვინიერება“ | სალომე ჯაში
თითქოს, ერთი მხრივ, ყველამ ვიცით რა ხდებოდა, ხო? ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, ამ ამბის შესახებ. ყველას თითქოს ყველაფერი ნანახი გვაქვს. მაგრამ თავისთავად ეს პროცესი ბევრად მეტს მოიცავდა, ვიდრე რაც ჩანდა ზედაპირული. ყოველი გადაღება იყო რაღაცა აღმოჩენა და თან თითქოს რაღაცას აღმოაჩენ, რაღაცას იპოვი, რაღაცას მიაგნებ ვცდილობდით, რომ გავყოლოდით ამ ხაზს და მერე უცებ ეს ხაზი ისევ გვეკარგებოდა. იყო უამრავი უხილავი ხაზები. ვთქვათ, ართქმული ამბები, ართქმული სევდა ან ართქმული სიხარული. უფრო სევდა.
ეს არნახული ძაფების გაყოლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ ვცდილობდით რაღაცეებს მაინც გავყოლოდი.

ამ თემაში, მოცურავე ხეში იდეა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე თვითონ პროცესი.
როცა ჩვენ კამერას ვდგამდით ხოლმე, ხშირად ხდებოდა, რომ ადამიანები უბრალოდ გარბოდნენ. იმიტომ, რომ ხე იყო პოლიტიკური თემა. მათი ნდობის მოპოვება, მათთვის ახსნა, რომ ჩვენ არ ვართ ტელევიზია, რომელიც ხვალ გამოაცხობს სიუჟეტს, რომელიც იქნება სკანდალური, ეს იყო სირთულე.
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, საკუთარი ხის გაყიდვა და ცდილობდნენ, რომ ან ჩვენი საშუალებით ან რაღაცა სხვა საშუალებით დაკავშირებოდნენ მყიდველს. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო მათი მოტივაცია ხოლმე იმიტომ, რომ როგორც წესი, ამ ადამიანებს მოტივაცია, რომ გაეყიდათ ხე იყო ის, რომ ვთქვათ მათი შვილისთვის ემკურნალათ, ან მათი ოჯახის წევრისთვის ემკურნალათ ძალიან ფუნდამენტური შეეცვალათ და გაეუმჯობესებინათ მათ ცხოვრებაში და ამისთვის მზად იყვნენ მათი ეზოს ხე დაეთმოთ.
ვერ ვიტყვი, რომ ერთ რაღაც კონკრეტულ იდეაზეა ეს ფილმი. მე მგონია, რომ ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ფილმშიც ესე ვცდილობ, რომ ცალსახად არ ვთქვათ, რომ ეს ფილმი არის ამაზე. რაც შევეცადეთ გვექნა და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ჩვენ ღია დავტოვეთ, არ ვაძლევთ პასუხს მაყურებელს. მაყურებელმა თვითონ უნდა შეძლოს, თვითონ უნდა გააკეთოს შინაარსის, იდეების ინტერპრეტაცია.
ეს ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ამბავს ჰყვება, ასევე ჰყვება ამბავს, რომელიც არის უნივერსალური და ეს არის ამბავი ძალაუფლების შესახებ.