სამასსამოცდამერაღაცე ბაღის ამბები
18.04.2018მე ნატუკა ვარ, 4-წლიანების ჯგუფიდან. ჩვენი ჯგუფის სიაში – ორმოცდამესამე. ჩემ მერე კიდევ ოთხი ბავშვია. მთელი ჯარი ვართ. ბაღს სახელი არ აქვს, არც ჯგუფს – ისიც რიცხვია. ხანდახან მეშინია, რომ მალე ჩვენც ნომრები გავხდებით. ძალიან მაგარი ამბავი გამოაცხადეს ამას წინათ. საბავშვო ბაღებში ტურნიკეტებს დაგიდგამთ და როგორც მეტროში, ისე შეხვალთო. ამით სიის კითხვაზე დრო დაიზოგებაო. მოვკვდით სიცილით. არა, ჩვენ კი გავერთობით ამ წკაპაწკუპში, მაგრამ რომ იცოდეთ მაინც, ბაღში სიას არ ვკითხულობთ. ჯერ ერთი, ისეთი ზედახორაა, რომც მოვინდომოთ, არ გამოვა. მეორეც, ბაღში შესვლისას ჩვენ თვითონ ვდებთ ჩვენს ფოტობარათებს ერთ ადგილზე ისე, რომ მასწავლებლებს ჰყოფნით მიხვედრილობა, გაიგონ, ვინ მოვიდა და ვინ არა. ანუ ვინც არ მოსულა, იმის ფოტო ხელუხლებელი რჩება პირვანდელ ადგილზე. გესმით? თუ არა? ჯგუფში შესვლამდე ამაზე ვხარჯავთ ზუსტად წამ-ნახევარს. მაგრამ თქვენ მაინც დიდი მადლობა, რომ უამრავ ფულს დახარჯავთ ამ წამ-ნახევრის დაზოგვისთვის. ცოტა უხერხულად კი გამომდის, მაგრამ ისეთი დაუჯერებელი იდეაა, მგონია, რომ მალე ტურნიკეტების