გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვლადიმერ სოროკინის სამზარეულო

სამზარეულო | ვლადიმირ სოროკინი

დიახ, დროის მიღმა მჭვრეტელო, სამზარეულოს კარი ახლახან შეღებეს (მეშვიდედ მისი სამოცდაორწლიანი ცხოვრების განმავლობაში). სურნელოვანი და უტყვი, ცხრამეტრიან სივრცეს დარაჯობს. აქ ოჯახი ამზადებს სადილს, ჭამს და საუბრობს. კარის ბრტყელ სხეულზე ბრწყინავს ახალი ნაწვეთურები. შუშა სქლადაა შეღებილი, სპილენძის სახელური ათასობით შეხებამ გააპრიალა. მას მხოლოდ ღამით კეტავენ (ოთახებში თაგვები რომ არ შეძვრნენ) და მაშინ, როცა სადილს ამზადებენ (სუნი რომ არ იდგეს).

სასიამოვნოა, როცა დილით ხელს კრავ კარს: ის ამოძრავდება, როგორც წარღვნამდელი დრეზინა. ერწყმის დღეს. განწირულად ხავის, ეხეთქება მაცივარს. და სადილამდე კვდება. ღიპიანი „ზილი“, წვიმის ქვეშ მძინარე „ზაპოროჟეცის“ ღვიძლი ძმა, კრთება, მაგრამ უმალ ეგება გონს. მრისხანედ გუგუნებს. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ჩაჭყლეტილი, ჩამტვრეული და დაჯღაბნილი ადგილებისა, სამზარეულოს ის მეთაურობს. სწორედ ამიტომ იკავებს ყველაზე მნიშვნელოვან კუთხეს. ზემოდან შავი და ყვითელი პლასტმასის რადიომიმღები ადევს. რადიომიმღების ქვეშ – რგოლებიანი ხელსახოცია. რადიომიმღებში ერთი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა