საუბრები ბავშვებთან - მაშო 15 წლის
06.06.2019ბედნიერი ვარ მაშინ, როცა კომპიუტერთან ვზივარ მარტო, ბოლო ხმაზე მუსიკა მაქვს ჩართული და ვწერ რაზეც მინდა. ვწერ მთელი გრძნობებით და ემოციებით, თან მგონია, რომ მომავალში ამას დააფასებენ და ეს იქნება შედევრი. თითქოს ვიზეც ვწერ, ის მე ვარ. ისეთ ამბებს ვიგონებ, ცრემლები მომდის ხოლმე. მაგ მომენტში ვფიქრობ, რომ რაღაცას ვქმნი.
ჩემთვის დროის კარგვაა პირფერ ადამიანებთან ყოფნა, კიდევ ‒ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ხელოვნება და მუსიკა. მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი გაიძულებს, მისი აზრი შენი აზრი იყოს. კიდევ, ძლიერი და სუსტი რომ ჩხუბობს და საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, ბავშვები ძლიერს უჭერენ მხარს. ძალიან იშვიათია, სუსტს დაუდგეს გვერდით ვინმე. მიდი, იჩხუბეთ, მე ამისკენ ვარ, მე ‒ იმისკენო, ყვირიან.
როცა ძალიან გვჭირდება, მაშინ არავინაა უფროსი იქ, რომ დაგვიცვას. დამრიგებელს, რა თქმა უნდა, ვეუბნებით. ჩემი დამრიგებელი ყოველთვის მხარში გვიდგას. ბავშვებს ვაშინებ ხოლმე, დირექტორთან შევალ-მეთქი. მისი ძალაუფლების იმედი უფრო მაქვს, თორემ იმის კი არა, რომ ადამიანურად გამიგებს