საუბრები ბავშვებთან - ქეთა 16 წლის
01.06.2019 | 5 წუთიანი საკითხავიარასდროს მიმაჩნდნენ ჩემი მშობლები ზებუნებრივ არსებებად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მისრულებდნენ. იყო რაღაცები, რასაც უბრალოდ არ ვეუბნებოდი. არასდროს იცოდნენ, რა მინდოდა რეალურად.
მშობლების თაობას საერთოდ არ შეუძლია ახალი იდეების მიღება. ჩემთვის ეს არის სრულიად გასაგები, მაგრამ სრულიად მიუღებელი. გასაგებია იმიტომ, რომ მათთან შედარებით მეტი ვიცი გონებაზე, არაცნობიერზე და ქვეცნობიერზე. თუ შენ არაცნობიერში შეაღწიე და მაინც ვერ გააცნობიერე, რა არის არასწორი, ვერაფერს გამოასწორებ. ცოტა ჩახლართული გამოვიდა, მაგრამ ზოგადად, რეალობაა ჩახლართული და ქაოსური.
მშობლებთან მეგობრობაც, არ ვიცი, შეიძლება თუ არა. ერთი მხრივ, ყოველთვის გიღიმიან, ზრუნავენ, ძალიან უყვარხარ, ხანდახან იმაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე საჭიროა. შეიძლება შენ მაგივრად გადაწყვიტონ, სად ისწავლი. ამ დროს შენ სხვა რამისკენ მიგიწევს გული. ბედნიერების ერთადერთ შანსს რომ გიკლავენ, ამას ვერ აცნობიერებენ.
თვითონ ჩემით ბედნიერები მგონი მაშინ იყვნენ, როცა ჩემი გამოცემული წიგნი „ნეი